Belive

ენეს ბარდი: "საქართველო კოსოვოს დონის ნაკრები არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა ენეს ბარდიმ საქართველოს ნაკრებთან გასამართი მოახლოებული, ორივე ქვეყნისთვის ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, შეგვიძლია ისეთ რამეს მივაღწიოთ, რისთვისაც აქამდე არცერთ თაობას არ მიუღწევია. ყველა მოთამაშემ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მატჩი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც კოსოვოსთან შეხვედრაში.  ინდივიდუალური თვალსაზრისით, საქართველოს კოსოვოს დონის ნაკრები არ ჰყავს, მაგრა, 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ოცნება ავიხდინოთ", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა,. საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" შედგება.

სხვა სტატიები