Belive

დიდი შეცდომა - ენფილდის კლასტერს მინიმუმ 41 ადამიანი შეეწირა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ლივერპულსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გამართულმა შეხვედრამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. Liverpool Echo-ს თანახმად, 12 მარტს გამართული დაპირისპირების შემდეგ ორივე გუნდის ფანები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. წყაროს თქმით, "ენფილდის" კლასტერიდან მინიმუმ 41 ადამიანი დაიღუპა.
მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ განაცხადა, რომ აღნიშნული მატჩს ჩატარება და მასზე ქომაგების დაშვება დიდი შეცდომა იყო: "მართალია, ახლა უკვე ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ სიფრთხილის ზომები დაცული უნდა ყოფილიყო - ეს დიდი შეცდომაა."

სხვა სტატიები