Belive

ენფილდის მახლობლად ვანდალებმა კლოპის გრაფიტი დააზიანეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" მწვრთნელის იურგენ კლოპის საპატივსაცემოდ "ენფილდის" მახლობლად გულშემატკივარმა მისი პორტრეტი დახატა. "რეინჯერსთან" ჩემპიონთალიგური მატჩის წინ კი, ვანდალება ეს გრაფიტი დააზიანეს.

გრაფიტი, რომლის შესრულებასაც 4 დღე დასჭირდა, "ენფილდიდან" 5 წუთის სავალზეა. მისმა ავტორმა ჯეიმი ვებსტერმა ნამუშევრის დარულების შემდეგ ასეთი კომანტარი გააკეთა:

"ყველა ეს გრაფიტი, რომელიც "ენფილდის" ირგვლივ არის ერთმანეთს უხდება და საოცარ ატმოსფეროს ქმნის. ეს საოცარია. მე არაფერი გამაჩნია, გარდა იურგენისა და მისი გუნდის სიყვარულისა."

მერსისაიდელებმა გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "რეინჯერსთან" გამართეს შეხვედრა და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. "ლივერპული" A ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები