Belive

ენრიკე ფერან ტორესზე: ,,მან ბევრი უნდა ისწავლოს, მაგალითად ის, რომ მეტოქეზე ასე არ ისაუბროს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, პოლონეთთან მატჩის შემდეგ, ფერან ტორესის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც პოლონელებთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ესპანელი მცველები რობერტ ლევანდოვსკის შეჭამდნენ:
,,ფერან ტორესი ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მაგალითად, მან არ უნდა თქვას, რომ ჩვენი მცველები, ლევანდოვსკის შეჭამენ,'' - ლუის ენრიკეს სიტყვებს პოლონელი ჟურნალისტი, პაველ ვილკოვსკი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრა ესპანეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. პოლონეთმა მატჩში წონასწორობა სწორედ ლევანდოვსკის გოლით აღადგინა.

სხვა სტატიები