Belive

ენტონი ჯოშუა შემეძლო ვან დაიკზე უკეთესი მცველი ვყოფილიყავი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შეეძლო თუ არა გამხდარიყო ტოპ ფეხბურთელი? დასმულ კითხვას ენტონი ჯოშუამ საინტერესო პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შემთხვევაში, ვირჯილ ვან დაიკზე უკეთესი მცველი იქნებოდა. კრივში, მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი ადრეულ ასაკში საფეხბურთო კარიერით იყო დაკავებული. ამპლუით მცველი ენტონი ჯოშუა "თინეიჯერობის" პერიოდს იხსენებს და იმ მიზეზს განმარტავს თუ რატომ თქვა ფეხბურთზე უარი და დაინტერესდა კრივით.
1111111

"საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შემთხვევაში, ვან დაიკის სახელს დაგავიწყებდით. კრის სმოლინგის შესახებ, საერტოდ ვერაფერს გაიგებდით", - ხუმრობით აღნიშნა ენტონი ჯოშუამ.  "სიმართლე გითხრათ, ცუდი მცველი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. კრივი მიყვარს - ეს არის ინდივიდუალური სპორტი, რომელშიც საკუთარ თავს მუდამ ვიწვევ და ტონუსში ვამყოფებ. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ხშირად ვფიქრობდი, რომ 10 სხვა მოთამაშეზე ვიყავი დამოკიდებული და არა მხოლოდ საკუთარ თავზე." "კრივში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა - ხშირად საკუთარ მწვრთნელზეც კი ვერ იქნები დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი თავის ამარა რჩები. რინგზე მხოლოდ შენ რჩები. შენზე მეტად არავის სურს გამარჯვების მოპოვება. სწორედ ამიტომ მიყვარს კრივი."

სხვა სტატიები