Belive

ეპოქის დასასრული: ნიკლას ბენდტნერმა კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიელმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა, კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. წლების განმავლობაში, იგი "არსენალის", "იუვენტუსის", "ვოლფსბურგისა" და "როსენბორგის" შემადგენლობაში თამაშობდა, დანიის ეროვნული ნაკრების მაისური კი 81-ჯერ მოირგო. შთამბეჭდავი კარიერის ფონზე, ბენდტნერი განსაკუთრებული შედეგიანობით არასოდეს გამოირჩეოდა. მეტიც, მნიშვნელოვანი მომენტების განიავების და მოედანზე არაერთი უცნაური ქმედების ფონზე, გულშემატკივარი მასზე არაერთ "მიმს" თუ სასაცილო ვიდეოს აკეთებდა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ბენდტნერმა ტურინის "იუვენტუსში" 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც არ გაუტანია. მეტსაც გეტყვით: ცნობილი ფაქტია, რომ "იუვენტუსის" ოფიციალურ მაღაზიაში, მისი 1 მაისურიც კი არ გაყიდულა. ასეთი იმიჯის მიუხედავად, ბენტნერისთვის ფეხბურთი ყველაფერს ნიშნავს: "ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ახლა, როდესაც კარიერა დავასრულე, სამწვრთნელო საქმიანობაში გადართვას ვგეგმავ და იმედი მაქვს, რომ ამ ასპარეზზე უფრო მეტს მივაღწევ", - აღნიშნა მან. კარიერის მანძილზე, საკლუბო დონეზე, დანიელმა ფეხბურთელმა 421 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 116 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები