Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნასიონალის" ფეხბურთელს, გიორგი არაბიძეს Live.Ge პორტუგალიაში დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ არაბიძემ "შახტარი" 2018 წლის ზაფხულში დატოვა და სწორედ "ნასიონალში" გადავიდა. - პირველ რიგში, რის გამო გადაწყვიტე "შახტარის" დატოვება? - მთავარი მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობა იყო. უკრაინულ გუნდში შანსი ნაკლებად მეძლეოდა და "ნასიონალში" სწორედ ამიტომ გადავედი. - საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ხარ თუ არა "ნასიონალში" ტრანსფერით? - ჯერ-ჯერობით საქმე ისე არ მიდის, როგორც მინდოდა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება. - გუნდის რამდენიმე მატჩში განაცხადს მიღმა დარჩი, დეკემბერში მიღებული ტრავმა გაგიმიზეზდა თუ მწვრთნელმა გადაწყვიტა ასე? - დავშავდი, მაგრამ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. ჩემს უთამაშებლობას მწვრთნელი წყვეტს. - "ტონდელასთან" სათასო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ მწვრთნელთან პირადად ისაუბრე? - არა, მწვრთნელთან არ მისაუბრია. - ადაპტაცია როგორ გაიარე გუნდში? - გუნდს ძალიან კარგად მოვერგე, რაც თანაგუნდელების დიდი დამსახურებაა. - ვლადიმერ ვაისსთან კონფლიქტის შემდეგ, ბევრი ქართველი ქომაგი გაკრიტიკებდა. რას ფიქრობ, დაიმსახურე მათგან უარყოფითი შეფასება? - სამწუხაროა, მაგრამ ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რაც მათ უნდათ. კრიტიკა არ დამიმსახურებია და ამას აუცილებლად დავამტკიცებ. - ბოლოს როდის ისაუბრე ვაისსთან? აპირებს სლოვაკი მარტში შენს გამოძახებას? - ნაკრების მწვრთნელთან დიდი ხანია არ მილაპარაკია და არც ის ვიცი, აპირებს თუ არა ჩემს გამოძახებას. - კონფლიქტის შემდეგ თქვი, რომ საქართველოში ბევრი ფეხბურთელი იჩაგრებოდა. კვლავ ამ აზრზე ხარ? - ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და არ მინდა, რომ იგივეზე ვილაპარაკო. - და ბოლოს, იანვარში კონკრეტული შემოთავაზებები თუ იყო?  - იყო გარკვეული ინტერესი, თუმცა "ნასიონალმა" ტრანსფერი არ ისურვა. Live.Ge წარმატებას უსურვებს გიორგი არაბიძეს.

სხვა სტატიები