Belive

ახალი მწვრთნელი ტორპედოში? - ქუთაისურ კლუბში ცვლილებები იგეგმება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" უახლოეს მომავალში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - როგორც ჩვენთვის სანდო წყაროს მიერ გახდა ცნობილი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს გამოცდილი სპეციალისტი, ვლადიმერ ხაჩიძე ჩაიბარებს, რომელმაც "ვიტ-ჯორჯია" უკვე დატოვა. კახა ჩხეტიანის წასვლის შედეგ, ქუთაისურ კლუბს მიხეილ აშვეთია ხელმძღვანელობს და "ტორპედო" ეროვნული ლიგის პირველ მატჩში გორის "დილასთან" (0:2) მოედანზე მან გაიყვანა. სავარაუდოდ ის სამწვრთნელო შტაბში დარჩება, ხოლო ხაჩიძე, რომელიც პრო-ლიცენზიის მფლობელია, გუნდს მთავარი მწვრთნელის სტატუსით შეუერთდება. წინა სეზონში, ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ყველა შესაძლო ტიტულის მომგებმა გუნდმა ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა. 2020 წელს, კლუბში იტალიელი ინვესტორები მივიდნენ და გუნდის თითქმის დაცარიელებული შემადგენლობაც შეივსო.

სხვა სტატიები