Belive

ექსტრემალური გადაწყვეტილება - აზიაში ფეხბურთი ბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მსოფლიო სპორტი" ამჟამად სრულიად მოცულია კორონავირუსის პანდემიით, რომლის გამოც ყველანაირი ღონისძიება, ტურნირი თუ ჩემპიონატი შეჩერებულია განუსაზღვრელი ვადით - სწორედ ასეთ პირობებში ტაჯიკეთში სეფეხბურთო სეზონი იწყება! ტაჯიკეთი აზიაში მდებარე ქვეყანაა, სადაც ამჟამად კორონავირუსის არცერთი ოფიციალური შემთხვევა არ დადასტურებულა, სწორედ ესაა ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი განმარტება კითხვაზე თუ რატომ არ ხდება სეზონის დროებით გადადება. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისგან "დავიწყებული" ტაჯიკელები სპორტულ ღონისძიებებთან ერთად არც საჯარო აღლუმებსა და კონცერტების ჩატარებას ერიდებიან. ტაჯიკეთში ახალი სეზონის პირველი საფეხბურთო შეხვედრა, ადგილობრივი სუპერთასის ფინალი,  4 აპრილს, "ისტიქოლსა" და "ხუჯანდს" შორის გაიმართება. კორონავირუსის ფონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები მსოფლიო მასშტაბით კიდევ 3 ქვეყანაში მიმდინარეობს, ესენია - ბელარუსი, ბურუნდი და ნიკარაგუა.

სხვა სტატიები