Belive

ერერა: ,,მეგონა, რომ ნეიმარს ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ, თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა:
,,ნეიმართან ვმეგობრობ. ის შესანიშნვი თანაგუნდელია და საფეხბურთო თვისებებით მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში ნამდვილად შედის. მასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. მეგონა, რომ მას ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა. თუმცა, ჯერჯერობით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ჯილდოს მოპოვებას შეძლებს,'' - ერერას სიტყვებს AS-ი ციტირებს.
ნეიმარი ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობს. ბრაზილიელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. 30 წლის ფეხბურთელი ,,ოქროს ბურთის'' მოგებასთან ყველაზე ახლოს 2015 და 2017 წლებში იყო, როცა გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები