Belive

ერერა მოურინიოს მადლობელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ესპანელს "წითელი ეშმაკების" ყოფილ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ერთადერთი, რაც მოურინიოს შემიძლია ვუთხრა არის მადლობა, რადგან ჟოზემ განმავითარა, როგორც ფეხბურთელი. მან გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა. პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, მეორეში კი თასის ფინალში წავაგეთ.  პორტუგალიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც "იუნაიტედი" დატოვა, ძალიან თბილი სიტყვები მომწერა," - თქვა ერერამ.

სხვა სტატიები