Belive

ერიკ ბაილი მანჩესტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერიკ ბაილი კარიერას კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედში" აგრძელებს - "წითელი ეშმაკები" კოტ-დივუარელ ფეხბურთელს განახლებულ, 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, ბაილის "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში, "ვილიარეალის" ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე სულ 15-ჯერ გამოვიდა, თუმცა როგორც ვხედავთ, სოლსკიაერი მას სრულ ნდობას უცხადებს. ბაილი "იუნაიტედმა" 2016 წელს, £30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მისი შეძენის ინიციატორი ჟოზე მოურინიო იყო. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მას ვიქტორ ლინდელოფთან და ჰარი მაგუაირთან კონკურენცია გაუჭირდა და დროთა განმავლობაში, "სკამის მოთამაშედ" იქცა. ასევე აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს - "წითელი ეშმაკებს" სურთ, რომ ნისლიან ალბიონზე სათამაშოდ რაფაელ ვარანი ("რეალი") ან პაუ ტორესი ("ვილიარეალი") გადავიდეს.

სხვა სტატიები