Belive

ერიკ კანტონა 26-წლის წინანდელ ინციდენტს იხსენებს | "უფრო ძლიერად უნდა დამერტყა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერიკ კანტონა წლების წინ მომხდარ ინციდენტს იხილავს, როდესაც "კრისტალ პალასის" გულშემატკივარმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ფეხბურთელი ქომაგს ფიზიკურად გაუსწორდა. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი სინანული ის არის, რომ კრისტალ პალასის გულშემატკივარს მეთიუ სიმონდსს კიდევ უფრო ძლიერად არ დაარტყა, მიუხედავად იმისა რომ ამ საქციელის გამო ის 9 თვით დისკვალიფიცირდა.

26 წლის წინანდელ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით კანტონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"შეურაცხყოფა არათუ ერთხელ არამედ ათასჯერ მოუყენებიათ ჩემთვის, თუმცა ყოველთვის არსებობს მოთმინების ფიალა." "ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ გავიხსენებ, მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთ რამეს ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მივიღე, მისთვის უფრო ძლიერად უნდა დამერტყა" , - აცხადებს კანტონა.
კანტონა "მანჩესტერული" კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, მან ინგლისური კლუბის რიგებში 180 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 81 გოლის გატანასთან ერთად 62 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.    

სხვა სტატიები