Belive

ერიკ კანტონა: "ჩამაბარეთ მანჩესტერი!"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელის თაობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება, პრესაში უამრავი ადამიანის სახელმა გაიჟღერა, ვინც შეიძლება "წითელი ეშმაკების" მესაჭის პოსტი ჩაიბაროს, თუმცა BBC რადიომ რამდენიმე წუთის წინ ერიკ კანტონას სიტყვები გაავრცელა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობა უნდა. "ჩამაბარეთ მანჩესტერ იუნაიტედი" - წერს BBC რადიო სანდო წყაროზე დაყრდნობით. კანტონა ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 5 წლის განმავლობაში თამაშობდა, და ჩატარებულ 143 მატჩში 64 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, მის დოსიეში მხოლოდ საფრანგეთის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებია.

სხვა სტატიები