Belive

ერიკ კანტონა: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყურებას არ ვაპირებ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა კაპიტანმა, ერიკ კანტონამ, მოახლოებული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მუნდიალის ყურებას არ აპირებს.
"სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არ მაღელვებს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც არც კი ვთვლი ამ სტატუსის ღირსად. ბოლო დროს ჩვენ გვქონდა უამრავი ღონისძიება: ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი, მაგრამ ყატარი - ეს საფეხბურთო ქვეყანა არ არის. მე არ ვარ წინააღმდეგი ასეთი ფორუმის გამართვის იმ ქვეყნებში, სადაც არის ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციის შესაძლებლობა, მაგალითად სამხრეთ აფრიკა 2010 წელს ან აშშ 90-იან წლებში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატები იმართებოდა. ამერიკელებისთვის ევროპული ფეხბურთი პოპულარული სპორტია. აქ მისი განვითარების დიდი პოტენციალია. პირველ რიგში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტების ხარჯზე. ყატარში ასეთი რამ არ არსებობს. საერთოდ არაფერია. ვფიქრობ, ამ ქვეყანამ ამ ფორუმის მასპინძლობის უფლება მხოლოდ ფულის გამო მიიღო. საშინელებაა ის თუ როგორ ექცევიან იქ ადამიანებს ობიექტების მშენებლობისას. უკვე ათასობით დაიღუპა, მაგრამ მაინც გამოვალთ და ტურნირის დაწყებას აღვნიშნავთ? სერიოზულად? ამ მსოფლიო ჩემპიონატს არ ვუყურებ. მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ ბოლო დრომდე მინდოდა მერწმუნა, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ყველას აქვს შანსი. მე მაინც მჯერა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებს შეუძლიათ გაიზარდონ ღარიბ ადგილებში. დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა უკვე ღარიბი რეგიონებიდანაა მთელს მსოფლიოში. მათ აქვთ ოჯახის გადარჩენის შანსი, რაც მართლაც შესანიშნავია. ეს არის მერიტოკრატია - შენ უკეთესი ხარ, ამიტომ თამაშობ, საიდანაც არ უნდა მოხვიდე. ამ ფონზე კიდევ უფრო გასაკვირია, რომ საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის ისეთ ქვეყანაში გამართვაზე, როგორიც ყატარია", - თქვა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.
ერიკ კანტონა საფრანგეთის ნაკრების მაისურით 1987-95 წლებში თამაშობდა და 45 ჩატარებულ შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა, დიდი ტურნირებიდან მას მონაწილეობა მხოლოდ ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე აქვს მიღებული.

სხვა სტატიები