Belive

ერიკ ტენ ჰაგი: ,,რონალდუმ უნდა დაამტკიცოს, რომ საკმარისად კარგია''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჟურნალისტებმა გუნდის თავდამსხმელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ჰკითხეს

- ჯდება თუ არა რონალდუ იმ ფეხბურთში, რომლის ხილვაც გსურთ? - ვფიქრობ, რომ კი. თუმცა, პირველ ყოვლისა, ფორმა უნდა აღიდგინოს. მან გუნდთან ერთად მუშაობა სულ ახლახან დაიწყო. კრიშტიანუ ფანტასტიკური ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დაამტკიცა, მაგრამ შენ იმით გაფასებენ თუ რას აკეთებ ახლა. გუნდმაც და რონალდუმაც უნდა აჩვენონ, რომ საკმარისად კარგები არიან.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან” სურდა წასვლა. The Times-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით მიმართა. როგორც Times-ი წერს, კრიშტიანუს სურვილი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები