Belive

ერიკ ტენ ჰაგმა ტოტენჰემთან გამარჯვება შეაფასა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, "ტოტენჰემთან" გამარჯვების (0:1) შემდეგ განცხადება გააკეთა. "ეს საოცარი საღამო იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში მატჩის სადავეები მთლიანად ჩვენს ხელში იყო და შესანიშნავი გოლიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა გუნდი ბოლომდე იბრძოდა. მეორე ტაიმში უკეთესად თამაშიც შეგვეძლო - საჭირო იყო ბურთის ფლობა, მეტი თავისუფალი გადაადგილება. შესაძლოა, ჩვენ მეტი სიმშვიდე გვმართება ამ მომენტში. გული მწყდება რომ დავიდ ნერეშმა გოლის გატანა ვერ შეძლო.  თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, "ტოტენჰემთან" გასვლაზე გამარჯვება ბრწყინვალე შედეგია. შევეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ.შეძლო. ჩვენ ყოველთვის საკუთარ ფეხბურთს ვთამაშობთ. საჭიროა საკუთარი ძალების მაქსიმალურად გამოყენება და ვთვლი, რომ ეს ნებისმიერ ოპონენტს დიდ პრობლემებს შეუქმნის," განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა. ასევე იხილეთ: როგორ დაამტკიცა აიაქსმა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის?!

სხვა სტატიები