Belive

ერიქსენი: "ამაზე უსასრულოდ ლაპარაკი არ შეიძლება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსთან" მარცხის (0:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. "საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. საწყისი 20 წუთის განმავლობაში შორიდან ვუყურებდით ბურთს. საპასუხო მატჩისთვის ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. "ტოტენჰემის" თამაშიდან გამომდინარე, "აიაქსი" იმაზე უფრო კარგი გამოჩნდა, ვიდრე არის. ეჭვგარეშეა, რომ ამსტერდამელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ შეცდომებით მეტოქეს ძალიან დავეხმარეთ. მატჩის დასაწყისში ტაქტიკამ არ გაამართლა, მისმა შეცვლამ კი პრესინგისკენ და უფრო წინ თამაშისკენ მიგვითითა. მე-2 ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ და მეტოქეს უფრო მეტი მომენტი შევუქმენით. სამწუხაროდ, მიზნამდე ბოლო დარტყმა დაგვაკლდა. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, მათზე უსასრულოდ საუბარი არ შეიძლება. ნახევარფინალში მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს, მოედანზე უნდა გახვიდე და იბრძოლო," - თქვა ერიქსენმა.

სხვა სტატიები