Belive

ერიქსენი: "ინტერში ტიტულების მოგების მეტი შანსი მექნება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან ერიქსენის მტკიცებით, "ინტერში" ტიტულების მოგეცმის გაცილებით მეტი შანსია და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც იტალიაში გადასვლას დასთანხმდა. "ტოტენჰემში" გატარებული 6.5 წლის მანძილზე, დანიელმა ვარსკვლავმა ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო. რამდენიმეთვიანი სპეკულაციების შემდეგ, ერიქსენმა "ნერაძურის" მაისური მოირგო და იმედოვნებს, რომ ახალი გამოწვევა მისთვის წარმატებული აღმოჩნდება. "აქ ტიტულების მოპოვების დიდი შანსია - შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით დიდი შანსია ვიდრე "ტოტენჰემში". იტალიაში მოსაგებად მოვედი. უკანასკნელი ტიტული "აიაქსის" რიგებში მოვიპოვე. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. კვლავ მახსოვს ის შეგრძნება და მსურს ტიტულის მოპოვება", - აღნიშნა კრისტიან ერიქსენმა. მიუხედავად იმისა, რომ ერიქსენის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს, "ინტერმა" მის გასაფორმებლად 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

სხვა სტატიები