Belive

ერიქსენისთვის ბრძოლაში ბაიერნიც ჩაერთო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ კრისტიან ერიქსენს "ტოტენჰემის" დატოვება განზრახული აქვს, აქტიურობა მიუნხენის "ბაიერნმა" დაიწყო. გერმანულ გრანდს დანიელი ნახევარმცველის გადაბირება სურს და 27 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. დანიის ნაკრების ლიდერი გერმანიის ჩემპიონის ვარიანტს არ გამორიცხავს, თუმცა "რეკორდმაისტერს" ისეთი კლუბებისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, როგორებიც "მადრიდის რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედია". ერიქსენი "დეზებს" 2013 წელს, ამსტერდამის "აიაქსიდან" გადაბარგდა და ლონდონელთა მაისურით 288 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა (87 საგოლე პასი).

სხვა სტატიები