Belive

ერიქსენი ტოტენჰემს ტოვებს? - დანიელმა გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ კრისტიან ერიქსენის დაყოლიება სამჯერ სცადა, თუმცა დანიელი ფეხბურთელის დაყოლიება ვერ მოახერხა - 27 წლის ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს ტოვებს. Marca-ს ინფორმაციით, ერიქსენი "ტოტენჰემს" იანვარში დატოვებს და მადრიდის "რეალში" გადაბარგდება. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას არ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, ამის გამო კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და სავარაუდოდ ტრანსფერის ღირებულება 25-30 მილიონი ევრო იქნება.

სხვა სტატიები