Belive

ერლინგ ჰოლანდის ბრწყინვალე სტატისტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო თვეებია მსოფლიო 19 წლის ნორვეგიელი ფორვარდის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის შესახებ საუბრობს. ასევე ცნობილი ფეხბურთელის, ალფ ინგე ჰოლანდის შვილი საზოგადოებამ პირველად 2019 წლის მაისში, მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე გაიცნო როდესაც ერლინგმა ჰონდურასს 9 გოლი გაუტანა, მაშინ ეს ყველამ შემთხვევითობად მიიჩნია, თუმცა ამ სეზონის სტატისტიკა სულ სხვა რამეს მეტყველებს. ჯერ ნოემბერი არ დამდგარა და ჰოლანდს უკვე 20 გოლი აქვს გატანილი. ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ჰოლანდს 11 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტურში ერლინგმა 6 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ავსტრიის თასზე ჰოლანდმა ერთი მატჩი ითამაშა, თუმცა იქაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის რეკორდებს, ჰოლანდი მეორე თინეიჯერია კარიმ ბენზემას შემდეგ ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პირველ სამ შეხვედრაში გაიტანა გოლები და ასევე პირველი ფეხბურთელია ვინც პირველ სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. დაგვეთანხმებით რომ სტატისტიკა სოლიდურია და შესაძლოა მისი სახით მსოფლიო ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდება.

სხვა სტატიები