Belive

ერლინგ ჰოლანდმა 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა ის 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს. 20 წლის ტალანტმა, რომელმაც რეკორდი დაამყარა და ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 14 მატჩში ყველაზე მეტი - 20 გოლის გატანა მოახერხა, ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდების შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელი ფეხბურთელის მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნუსხა ასეთია: 
  • რობერტ ლევანდოვსკი - მიუნხენის "ბაიერნი"/პოლონეთი
  • კრიშტიანუ რონალდუ - ტურინის "იუვენტუსი"/პორტუგალია
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი - ლონდონის "არსენალი"/გაბონი
  • ჰარი კეინი - "ტოტენჰემი"/ინგლისი
  • ​სერხიო აგუერო - "მანჩესტერ სიტი"/არგენტინა
  • რობერტო ფირმინო - "ლივერპული"/ბრაზილია
  • ​ტიმო ვერნერი - "ჩელსი"/გერმანია
მიმდინარე სეზონში , საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში, ჰოლანდს 33 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები