Belive

ერლინგ ჰოლანდს 2020 წელს იუნაიტედზე მეტი გოლი აქვს გატანილი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიელი ფეხბურთელი საოცარ შედეგს აჩვენებს. ჰალანდი ამჟამად "დორტმუნდის ბორუსიას" ღირსებას იცავს და გადმოსვლიდან სულ რაღაც 57 წუთი აქვს ნათამაშები, მაგრამ ეს წუთები საკმარისი გამოდგა 5 გოლის გასატანად. ამ შედეგით ერლინგს 2020 წელს "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტი გოლი აქვს გატანილი. "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 4 გოლი აქვთ ჯამში გატანილი, რაც ნამდვილი კატასტროფაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნორვეგიელ  ფეხბურთელს 5 გოლის გასატანად 57 წუთი დასჭირდა. რაც შეეხებათ ინგლისელებს, მათ 4 გოლი 360 წუთში გაიტანეს.

სხვა სტატიები