Belive

ერლინგ ჰოლანდი: ზლატანის კარიერული გზა მომწონს და დიდ პატივს ვცემ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროში რაკეტასავით სწრაფად შემოიჭრა და სახელი უმალვე გაითქვა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებს. შესანიშნავი ფეხბურთი შესთავაზა  და ახლა მასზე არაერთი გრანდი აცხადებს პრეტენზიას. ცნობილია, რომ ჰოლანდისთვის მისაბაძი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩია. "ბორუსიას" თავდამსხმელს, შვედი ფეხბურთელის საფეხბურთო უნარების გარდა სხვა რამეც მოსწონს. ნორვეგიელი აცხადებს, რომ მისთვის საკმაოდ მისაღებია კლუბის ხშირად შეცვლა, როგორც ამას იბრაჰიმოვიჩი აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ ზლატანი კარიერის განმავლობაში,  9 სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდა. "ძალიან მომწონს ზლატანის კარიერა. იგი ყოველთვის გადადიოდა ერთი კლუბიდან მეორეში, თან სხვადასხვა ქვეყნებში და ყველგან მაღალ დონეზე ასპარეზობდა. ეს ყველას არ შეუძლია, მსურს რომ მას მივბაძო" - განაცხადა ჰოლანდმა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდმა, "დორტმუნდის ბორუსიას" რიგებში, 11 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის ორი გოლი "პსჟ-ს" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში.

სხვა სტატიები