Belive

ერლინგ ჰოლანდს კარიერის გაგრძელება რეალში სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სხვადასხვა ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "დორტმუნდის" ნორვეგიელ თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" სურს.  "დორტმუნდის" 20 წლის ნორვეგიელი ტალანტით თითქმის ყველა ევროპის წამყვანი გრანდია დაინტერესებული. სავარაუდოა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჰოლანდი არაერთი წამყვანი კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნორვეგიელი თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას გაოცებას განაგრძობს. ამ მომენტისთვის ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო ჰოლანდის შეძენა მხოლოდ რამდენიმე გუნდს შეუძლია. ამის თაობაზე მისმა აგენტმა მინო რაიოლამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსიმუმ 10 კლუბია, რომელსაც ჰოლანდის შეძენა შეეძლება და აქედან 4 პრემიერ ლიგის წარმომადგენელია.  ჰოლანდს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი გაშვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელ ვარსკვლავს გუნდის დატოვება 2022 წლიდან შეეძლება 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ესპანური გამოცემა ABC-ის ინფორმაციის მიხედვით, ნორვეგიელი თავდამსხმელი კარიერის გასაგრძელებლად იდეალურ გუნდად მადრიდის "რეალს" მიიჩნევს და იმ შემთხვევაში, თუ ის ზაფხულში გერმანულ კლუბს დატოვებს, სწორედ მადრიდული გარნდი იქნება მისი არჩევანი კარიერის გასაგრძელებლად. თავის მხრივ, როგორც სხვა წამყავანი ევროპული გარნდები, ჰოლანდის საკუთარ რიგებში ხილვით "სამეფო კლუბიც" დაინტერესებულია. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჰოლანდს "რეალში" თამაში სურს, კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ჰოლანდი “დორტმუნდს" შეუერთდა, ბრწყინვალედ ასპარეზობს. ჰოლანდმა “დორტმუნდის” შემადგენლობაში 48 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა, ასევე “ზალცბურგში” 29 გოლი 27 შეხვედრაში, “მიოლდეში” 50 შეხვედრაში ჰოლანდმა თავის გამოჩენა 20-ჯერ შეძლო, ამას დამატებული 6 გოლი საერთაშორისო დონეზე 7 მატჩში. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ჰოლანდის კარიერა და დატოვებს თუ არა "დორტმუნდს" ზაფხულში, თუმცა ერთი რამ ნათელია: ჰოლანდის სახით ნებისმიერი კლუბი უდავოდ ძალიან გაძლიერდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში "რეალმა" ტრანსფერებზე თანხები დაზოგა, ჰოლანდისთვის ბრძოლაში ზიდანის გუნდი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.  

სხვა სტატიები