Belive

ერნესტო ვალვერდეს ბარსელონა კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე გუნდში 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Goal.com-ის ინფორმაციით, ვალვერდეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც ძალაში მომავალი სეზონის ბოლომდე იქნება. ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონა" 2017 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის "ლა ლიგა", სამეფო თასი და სუპერ თასი მოიგო. მიმდინარე სეზონში კი კატალონიური გრანდი შიდა ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალშია და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშობს.

სხვა სტატიები