Belive

ერნესტო ვალვერდეს მატჩის შემდგომი კომენტარი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" მადრიდული გრანდის განადგურებით დასრულდა. "ნოუ კამზე" შეკრებილი პუბლიკა "ბარსელონას" მხრიდან ფენომენალური პერფორმანსის მომსწრე გახდა. "ბლაუგრანამ" ისტორიული მეტოქე, ანგარიშით 5:1 გაანადგურა, რითიც "ელ კლასიკოს" ისტორიას მორიგი განსაკუთრებული მატჩი შემატა. კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდგომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ბრწყინვალე ფეხბურთი ვითამაშეთ, რის გამოც პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. "რეალმა" მეორე ტაიმში შეძლო სიტუაციის გამოსწორება და ძალიან მძიმე 15 წუთის გადატანა მოგვიხდა. მადრიდელებმა სივრცეები გახსნეს და სარისკოდ მოქმედებდნენ, რითიც შესანიშნავად ვისარგებლეთ. "ელ კლასიკოში" ასეთი ანგარიშით გამარჯვება ემოციურია, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობთ." ერნესტო ვალვერდემ საკუთარი კოლეგის დაცვაც განიზრახა და ხულენ ლოპეტეგის მისამართით საინტერესო განცხადება გააკეთა. ვალვერდეს მტკიცებით, მას შესანიშნავად ესმის თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ლოპეტეგი და რომ მსგავს სიტუაციაში, შესაძლოა სამი კვირის შემდეგ თავადაც აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, მომდევნო ორ შეხვედრას "ბარსელონა" ესპანეთის თასის ეგიდით, "ლეონესას" და ლა ლიგაში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები