Belive

ეროვნული ლიგა 27 თებერვალს დაიწყება, პირველი წრის კალენდარი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 27 თებერვალს განახლდება. ჩემპიონატს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული "სამგურალი" გახსნიან. 27 თებერვალს დაპირისპირება სტარტს 18:00 საათზე აიღებს. მოგვიანებით, 20:00 საათზე, ქუთაისის "ტორპედო" ვიცე-ჩემპიონს - "დინამო ბათუმს" უმასპინძლებს, 28 თებერვალს "დილა" "შუქურას", "თელავი" კი "სამტრედიას" მიიღებს. პირველი ტური 1 მარტს, თბილისური დერბით - "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებით დასრულდება. იხილეთ პირველი წრის კალენდარი სრულად.

სხვა სტატიები