Belive

ეროვნული ლიგა 29 თებერვალს დაიწყება - I და II ტურის განრიგი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება 29 თებერვალს დაიწყება. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი" გახსნის, რომელიც შინ საუკეთესოთა შორის დაბრუნებულ "თელავს" მიიღებს. ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" იმავე დღეს დებიუტანტ, თბილისის "მერანს" უმასპინძლებს.  მომდევნო დღეს გაიმართება ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა. "ჩიხურა" "საბურთალოს" ესტუმრება, "დილა" - "ტორპედოს", "ლოკომოტივი" კი "სამტრედიას" მიიღებს. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-2 ტურის განრიგიც გამოაქვეყნა, რომლის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში გაიმართება. "დინამო თბილისი" "დინამო ბათუმს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. "ჩიხურა" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" შეხვდება, თბილისის "მერანი" "საბურთალოს", "ტორპედო" "სამტრედიას" ესტუმრება, "თელავი" კი "დილას" მიიღებს.

სხვა სტატიები