Belive

ეროვნული ლიგა: III ტურის TOP 5 გოლი (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგა სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მესამე ტურის ხუთი მატჩში 3 ქულა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოიპოვა გუნდმა და ეს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ - "დინამო თბილისმა" ტიტულის წინა მფლობელ "საბურთალოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ყველა დანარჩენ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ანგარიშის გახსნის გარეშე არცერთი შეხვედრა დასრულებულა და მთლიანობაში, გულშემატკივარმა 13 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც,  live.ge-ს ვერსიით, ხუთ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. 5. გიორგი ფანცულაია ("ტორპედო") VS "ჩიხურა" 4. ირაკლი ბუღრიძე ("დინამო თბილისი") VS "საბურთალო" 3. ლაშა კოხრეიძე ("თელავი") VS ბათუმის "დინამო" 2. გიორგი ბუხაიძე ("ჩიხურა") VS ქუთაისის "ტორპედო" 1. გიორგი კუცია ("დინამო თბილისი") VS "საბურთალო"

სხვა სტატიები