Belive

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი Live.ge-ს ვერსიით

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ყველაზე შედეგიანი მატჩი "ტორპედო" "სიონის" დაპირისპირება გამოდგა. ქუთაისში გამართული უხვგოლიანი მატჩისაგან განსხავვებით სხვა შეხვედრებში შედარებით მოკრძალებული ანგარიში დაფიქსირდა - თუმცა მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Live.ge გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ გუნდს.

"დილა" 2:0 "ვიტ ჯორჯია"

"დინამო" 1:0 "ჩიხურა"

"საბურთალო " 0:0 "დინამო ბათუმი" 

"რუსთავი" 1:1 "ლოკომოტივი" 

"ტორპედო" 7:0 "სიონი" 

გიორგი ბეგიაშვილი ("დილა") - ძირითად შემადგენლობაში კვლავ დაბრუნებულმა გიორგი ბეგიაშვილმა "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ რამდენიმე საოცარი სეივი განახორციელა და "დილა" გაშვებული გოლისგან იხსნა. ლევან გეგეჭკორი ("ტორპედო") - ქუთაისელთა განაპირა მცველმა "სიონის" რბევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ლევან გეგეჭკორმა "სიონის" წინააღმდეგ გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ცოტნე კაპანაძე ("რუსთავი") - "ლოკომოტივთან" გამართულ შეხვედრაში ცოტნე კაპანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კაპანაძემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა და "რუსთავს" მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გიორგი რეხვიაშვილი ("საბურთალო") - მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა გიორგი რეხვიაშვილმა. მისი ლიდერული თვისებები "საბურთალოს" პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში დაეხმარა. გია ჩადუნელი ("დილა") - გორელებმა "ვიტ ჯორჯიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. გია ჩადუნელმა დაცვაში უშეცდომოდ იასპარეზა და მშრალი ანგარიშით გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. მერაბ გიგაური ("ტორპედო") - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "ტორპედოს" რიგებში. მერაბ გიგაურმა 2 ასისტით და ნახევარდაცვაში იდეალური თამაშით შეძლო თავის გამოჩენა. ნიკა ნინუა ("დინამო თბილისი") - დინამოელთა გამარჯვებაში ნიკა ნინუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ნიკა ნინუა გახდა. ნოდარ ქავთარაძე ("ტორპედო") - უხვგოლიან მატჩში ნოდარ ქავთარაძემ ორი გოლით შეძლო თავის გამოჩენა. მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ იდეალურ ასპარეზობას განაგრძობს. გურამ გოშთელიანი ("დილა") - გატანილ გოლთან ერთად, გურამ გოშთელიანმა საკუთარ საჯარიმოსთან პროდუქტიული თამასითაჩ გამოიჩინა თავი და "დილას" მცველებს საქმე გაუმარტივა. ბუდუ ზივზივაძე ("ტორპედო") - ქუთაისელთა ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ შეძლო ჰეთ-თრიკით თავის გამოჩენა. ალვინ ფორტესი ("დილა") - ორი საგოლე გადაცემით, სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი "დილას" გამარჯვებაში

სხვა სტატიები