Belive

ერთ-ერთი ასოციაცია ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალური ცვლილებები იგეგმება. The Times-ის თქმით, ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) გეგმავს, რომ UEFA-ს 2024 წლისთვის ტურნირის ფორმატის შეცვლისკენ უბიძგოს. როგორც ცნობილია, განახლების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის 8 ჯგუფი, რომელშიც 4-4 გუნდი თამაშობს, შეიცვლება და 4 8-გუნდიან ჯგუფად გადაკეთდება. აქედან გამომდინარე, თითოეულ ჯგუფში მივიღებთ 14 თამაშს. ამასთან ერთად, აღნიშნული ასოციაცია ჩემპიონთა ლიგაზე აღზევება-დაქვეითების სისტემას დანერგავს. ცნობილია, რომ პირველი 24 გუნდი, რომელიც ტურნირზე მოხვდება, თამაშის უფლებას შემდეგ წელსაც მოიპოვებს. სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება პატარა გუნდებისთვის, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპი გაუქმდება.

სხვა სტატიები