Belive

"ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი - ქვილითაიას დონის ფეხბურთელი აპოელს არ ჰყავს" - კვიპროსში ქართველ ფეხბურთელზე წერენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. protathlima.cyprustimes-ი ქართველების "აპოელის" ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი ქვილითაიას დონის საფეხბურთო უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელი ნიქოზიურ კლუბს არ ჰყავს და რომ კუნძულის ჩემპიონატისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია.
"შესაძლოა აპოელს გუნდურად შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ არიან შეუცვლელი ფეხბურთელებიც. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ გიორგი ქვილითაიას მსგავსი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში არ არის, რადგან ანტონ მაგლიცა გუნდის დიდ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ქართველი თავდფამსხმელის არყოფნა აშკარაა და ხორვატი ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ აჩვენებს, რომ მას სიცარიელის შევსება შეუძლია. https://www.live.ge/fexburti/saertho-mteri-gvqhavs-giorgi-qvilithaiam-gatanili-goli-ukrainas-miudzghvna/ ქვილითაია ძალიან აკლია "აპოელს". გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვალდებული იქნება, უახლოეს მომავალში ამ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნები გააკეთოს. ამ სცენარის დადებითი მხარე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ქვილითაიას გამოჯანმრთელების კურსი ძალიან კარგად მიდის, შესაძლოა იმაზე უკეთაც კი, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ფაქტობრივად, იმ მონაცემებით, რაც არსებობს, მას აქვს კარგი შანსი, რომ სეზონის ბოლოსკენ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს. ქვილითაიას ტრანსფერი "აპოელის" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რა მოსაზრებასაც მისი თამაში ამყარებს. ამ დროისთვის ჩვენს კუნძულზე იგი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია", - წერს კვიპროსული მედია.
28 წლის თავდამსხმელი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისთან" ერთად კვიპროსის თასის მოგების შემდეგ, "აპოელს" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ვიცე-კაპიტანთან ერთად, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 13 გოლითა და 2 საგოლე პასით იგი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია და ჩემპიონატის მეგოლეთა საუკეთესო ხუთეულშიც იმყოფება. "ანორთოსისთან" ჩატარებულ შეხვედრაში (2:1), რომელშიც ქვილითაიამ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, ქართველმა ფეხბურთელმა მყესი გაიწყვიტა და თავდაპირველი პროგნოზით ერთი თვის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა ბოლო ინფორმაციებით, ის მოედანზე დაბრუნებას გაცილებით მალე მოახერხებს. ქვილითაიას გარეშე "აპოელმა" 4 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო. კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილის და მურთაზ დაუშვილის გუნდი 47 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "აპოლონს" 4 ქულით ჩამორჩება. https://www.live.ge/fexburti/giorgi-qvilithaias-goli-anorthosisis-karshi-video/

სხვა სტატიები