ერთა ლიგა გულშემატკივრის გარეშე? – უეფას ექიმის რეკომენდაცია 

შესაძლოა ისე მოხდეს, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე უმასპინძლოს.

შოტლანდიური მედია-საშუალება edinburghlive-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უეფას სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას რეკომენდაციები მისცა, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების დასკვნითი საპლეიოფო მატჩები და ასევე, ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპები მაყურებლის გარეშე გაიმართოს.

უეფას და შიდა ჩემპიონატების მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება. როცა მოცემული ტურნირი ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში ტარდება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა პორტუგალიის დედაქალაქში, ან ევროპის ლიგა გერმანიაში, მაშინ პრობლემა ნაკლებია, მაგრამ ერთა ლიგაში მდგომარეობა განსხვავებულია. აქ 55 ქვეყანა შემოდგომაზე ერთდროულად დაიწყებს თამაშს და ისინი სხვადასხხვა ქვეყნებს შორის იმოგზაურებენ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. 

უეფას ევროპის საკლუბო ტურნირებთან დაკავშირებით, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი დახურულ კარს მიღმა გაიმართება. 

დიახ, არის ქვეყნები, რომელთა შიდა ჩემპიონატებშიც სტადიონებზე ხალხი დაუშვეს, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებას თავიანთი სახელმწიფოს რეგულაციების მიხედვით იღებენ, საერთაშორისო მატჩები კი სხვა საქმეა. ვფიქრობ, უმჯობესია, რომ მაყურებელი სტადიონზე მას მერე დაუშვან, რაც პანდემიის თვალსაზირისით მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება”, – თქვა უეფას მთავარმა ექიმმა ტიმ მეიერმა.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, ბელარუსის ეროვნულ გუნდს, 8 ოქტომბერს, დინამო არენაზე უნდა დაუპირისპირდეს.

(396)

ერთა ლიგა გულშემატკივრის გარეშე? – უეფას ექიმის რეკომენდაცია 

სტატიის ავტორი
-