Belive

,,ერთა ლიგაზეც ვითამაშებ'' - მოდრიჩი სანაკრებო კარიერას არ ასრულებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს:

,,ოქროს მედალი გვინდოდა, რასთანაც ახლოს ვიყავით. შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი თამაშით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ. გუნდი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ჩვენი მოგება სასწაულად აღარ ითვლება.

ნაკრების მომავალი ნათელია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე პირველად ითამაშა და მედალი მოიპოვა. მე ამისთვის 12 წელი დამჭირდა, ყველაფერი გავიარე. მათ უნდა დააფასონ ის, რასაც მიაღწიეს.

ერთა ლიგაზე ხორვატიის ნაკრებში თამაშს გავაგრძელებ. ამის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება,'' - განაცხადა მოდრიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მატჩისთვის ხორვატიამ მაროკოს 2:1 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. წინა მუნდიალზე დალიჩის გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები