Belive

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ცნობილია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის საუკეთესო გუნდი გახდა. ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა 6 შეხვედრაში 16 ქულა მოიპოვა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია და 16 გუნდს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. დღეს ერთა ლიგის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა, სადაც კოსოვომ აზერბაიჯანს უმასპინძლა. მასპინძლებმა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს, რამაც ჩვენი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახადა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას საშინაო არენაზე ჩაატარებს, მეტოქე კი - ბელორუსიის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი. ასევე გეტყვით, რომ ერთა ლიგის ფინალური შეხვედრის მასპინძელი გუნდი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები მოახერხებს ფინალში გასვლას ჩვენი მეტოქე მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები