Belive

ერთა ლიგის ნახევარფინალში, შესაძლოა, VAR გამოიყენონ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ერთა ლიგის ნახევარფინალში "ჯვაროსნები" 26 მარტს შინ ბელარუსს მიიღებენ. მოგების შემთხვევაში საქართველო ფინალში კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. სწორედ ეს წყვილები გაარკვევენ ერთა ლიგის D ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას. როგორც ცნობილია, UEFA აღნიშნული მატჩებისთვის ვიდეო რეფერის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა: "დიდი ალბათობით, ერთა ლიგის ნახევარფინალში ვიდეო რეფერის გამოყენება შესაძლებელი იქნება." ფეხბურთის მმართველი ორგანო უკვე მე-2 წელია ვიდეო რეფერის ტექნოლოგიას ნერგავს. VAR გამოიყენეს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც და გამონაკლისი არც ევრო 2020 იქნება. შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გამართული კენჭისყრის მიხედვით, ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალსაც საქართველო უმასპინძლებს.

სხვა სტატიები