Belive

ერთა ლიგის წინ კიტეიშვილი და ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, ვილი სანიოლის გუნდის ორი მნიშვნელოვანი წევრი, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდნენ. გრაცის "შტურმის" ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში, "ვოლფსბერგთან" წაგებულ 1:4 მატჩში მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. ოთარს დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა, რის შემდეგაც ის 24 აპრილს ისევ დაშავდა, მცირე პაუზის შემდეგ კი მოედანს კვლავ დაუბრუნდა. რაც შეეხება დავით ხოჭოლავას, "კოპენჰაგენის" ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა ჰქონდა. 29 წლის ქართველი დანიის ჩემპიონატში, "რანდერსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში 4 მატჩს გამართავს. 2 ივნისს გიბრალტარს "დინამო არენაზე" მივიღებთ, შემდეგ კი, 5-ში ბულგარეთსა და 9-ში ჩრდილოეთ მაკედონიას ვესტუმრებით. სანაკრებო პაუზა 12 ივნისს, ბულგარეთთან საშინაო მატჩით დასრულდება.

სხვა სტატიები