Belive

ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც მესისა და რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანიათ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მესისა და რონალდუს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 242 გოლია. UEFA-ს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არც ისე ბევრი ისეთი გუნდია, რომელთა კარშიც არგენტინელ და პორტუგალიელ ლეგენდებს არ გაუტანიათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღესაც რჩება ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგ ლეომ და კრიშტიანუმ თავი ვერ გამოიჩინეს. ჯამში 6 ჩატარებული შეხვედრის მიუხედავად, პორტუგალიურ "ბენფიკას" არც ერთი მათგანისგან გოლი საკუთარ კარში არ მიუღია. გეტყვით, რომ მესის საყვარელი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალია" (9), ხოლო რონალდუსთვის "იუვენტუსი" (10).  

სხვა სტატიები