Belive

ერთადერთი კლუბი ევროპაში, რომელიც ქალთა და მამაკაცთა გუნდებს თანაბარ ანაზღაურებას უხდის 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისური საფეხბურთო კლუბი "ლევესი" გენდერული თანასწორობის ნამდვილი მაგალითია. ის ერთადერთი კლუბია მსოფლიოში, რომელიც ქალთა და მამაკაცთან გუნდების ფეხბურთელებს ხელფასს თანაბრად უხდის. ეს იმ დღიდან 100 წლის შემდეგ ხდება, რაც საფეხბურთო ასოციაციამ სასექსის მხარეში ქალებს ფეხბურთის თამაში აუკრძალა. "ლევესის" მამაკაცთა გუნდი ინგლისის საფეხბურთო სისტემის რანგით მეშვიდე საფეხურზე გამოდის, ხოლო ქალთა გუნდი მონაწილეობას უმაღლეს დივიზიონში, "ლივერპულის", "მანჩესტერ სიტის", "ლესტერისა" და სხვა გრანდების გვერდით გამოდის. კლუბის ბაზა პრემიერ ლიგის ბინადარი "ბრაიტონის" საწვრთნელი ტერიტორიიდან ათ წუთის სავალზე მდებარეობს. მათი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა, თუმცა ორივე გუნდისთვის თანაბარი ანაზღაურების გამოყოფას ახერხებენ. მათ 2017 წელს უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს, რადგან თვლიან, რომ ეს არამარტო სამართლიანია, არამედ ბიზნესის კუთხით მომგებიანია.

"რა თქმა უნდა, იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არ გაამართლებდა. ისინი შიშობდნენ, რომ თანასწორობის შემოღებით მამაკაცთა გუნდს დააზარალებდნენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სეზონშივე ვაჟების გუნდი ზედა დივიზიონში დაწინაურდა. ამ ნაბიჯის გადადგმით ჩვენ არ წავაგეთ, პირიქით კლუბში ერთიანი სისტემა შევქმენით. თითქმის ოთხი წელი დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ ეს უბრალოდ აჩემება არ არის და ეს ცხოვრების წესია. საფეხბურთო კლუბს შეუძლია ფუნქციონირება ამ გზით და ეს არ არის ზედაპირული", - თქვა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა მეგი მერფიმ. კლუბმა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოაქვეყნა.

სხვა სტატიები