Belive

ერთადერთი მწვრთნელი ისტორიაში - მარსელინოს უნიკალური მიღწევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბილბაოს "ატლეტიკი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბასკების გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ "ბილბაოს" დამრიგებელი მარსელინო გარსია ტორალი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც კატალონიური გრანდი ორ ფინალში დაამარცხა. პირველად ესპანელმა სპეციალისტმა ეს 2019 წელს, კოპა დელ რეიზე,. "ვალენსიასთან" ერთად გააკეთა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობიდან გოლები ოსკარ დე მარკოსმა, ასიერ ვილალიბრემ და ინიაკი ვილიამსმა გაიტანეს, რასაც ანტუან გრიზმანმა დუბლით უპასუხა. 55 წლის ესპანელს, რომელიც წარსულში ხიხონის "სპორტინგს", "რასინგს", "სარაგოსას", "სევილიას" და "ვილიარეალსაც" თავკაცობდა, კარიერის განმავლობაში მხოლოდ ეს ორი ტიტული აქვს მოგებული და ორივე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვებით. მარსელინო "ატლეტიკს" სათავეში 2021 წლის 4 იანვარს ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი მოიგო (სუპერთასზე, "ბარსელონასთან" - 3:2 და მადრიდის "რეალთან" - 2:1), სადებიუტო შეხვედრაში კი სწორედ "ბარსელონასთან" - 2:3 დამარცხდა. შესაბამისად, მარსელინომ სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხა.

სხვა სტატიები