Belive

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც როი კინმა ჩხუბზე უარი თქვა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როი კინის მტკიცებით, მან მხოლოდ ერთხელ თქვა ჩხუბზე უარი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინციდენტში ერიკ კანტონა მონაწილეობდა. 1993 წელს, "გალათასარაისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის მიწურულს ერიკ კანტონა მოედნიდან გააძევეს - "წითელ ეშმაკების" ვარსკვლავს გასახდელამდე თურქი პოლიციელი აცილებდა. კანტონას მტკიცებით, პოლიციელმა მას ზურგში რაღაც ჩაარტყა და მიიმალა - როი კინმა აღნიშნული მომენტის შემდეგ, გასახდელში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. "გასახდელში ერიკი გაგიჟდა. მას კვლავ მოედანზე დაბრუნება და იმ პოლიციელისთვის სამაგიეროს გადახდა სურდა, რომელმაც დაარტყა. ერიკი დიდი და ძლიერი იყო. ის ძალიან გაბრაზდა და ამბობდა, რომ პოლიციელს მოკლავდა. მენეჯერის, ასისტენტისა და რამდენიმე ადამიანის ერთობლივი ძალისხმევა გახდა საჭირო მის დასაწყნარებლად. ჩვეულებისამებრ, ჩხუბზე უარს არასდროს ვამბობდი და უკან არ ვიხევდი, მაგრამ ეს შემთხვევა ჩემთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა - გარეთ უამრავი თურქი იყო.

სხვა სტატიები