Belive

"ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება" - ლეო მესი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგა.

ლეო მესიმ და კომპანიამ ხორვატიას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და მუნდიალის ფინალის საგზური მოიპოვეს. გასაკვირი არაა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

1/2-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ლეო მესი არგენტინულ მედიას ესაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მესიმ დაადასტურა, რომ კატარში მიმდინარე მუნდიალის ფინალი, მისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული უკანასკნელი მატჩი იქნება.

"უსაზღვროდ ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერის უკანასკნელ შეხვედრას მუნდიალის ფინალში ჩავატარებ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი დროა დარჩენილი და არ მგონია, რომ კიდევ ერთ მუნდიალზე ასპარეზობა შევძლო. ასეთი დასასრული უკეთესი იქნება", - ლეო მესი.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. არგენტინა ფინალურ მატჩში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები