Belive

"ეს იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი" - სლუცკის მინიშნება კვარაცხელიას წასვლაზე?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან საინტერო მინიშნება გააკეთა. რუსი სპეციალისტის თქმით, "რუბინში", შესაძლოა, დიდი ტრანსფერი განხორციელდეს.
"სტარფელტის დანაკარგი? თუ მივიღებთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც სარგებელს ყველას მოუტანს, მოგვიწევს, რომ მას დავეთანხმოთ. შესაძლებელია, რომ ზაფხულში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს. ეს ნორმალურია და ამაყი ვარ, რომ ასე ხდება. როდესაც ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი," - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი გუნდი ინტერესდება. "რუბინის" გენერალური დირექტორის, რუსტემ საიმანოვის განცხადებით, მოლაპარაკებები მაისიდან მიმდინარეობს, გუნდმა კი ოთხი შემოთავაზება მიიღო.  

სხვა სტატიები