Belive

"ეს ლამაზი ფეხბურთის მქადაგებლების დუელი იქნება" - იტალიური მედიის პროგნოზი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", საშინაო კედლებში "რომას" უნდა დაუპირისპირდეს, დედაქალაქურმა გამოცემა Il Messaggero-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და აქცენტი სწორედ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დიდებულ პოტენციალზე გააკეთა.

"ეს იქნება მაგიური ღამე, რომელიც ორი მწვრთნელის დაპირისპირებად გარდაიქმნება: სკუდეტოს და ევროპული ტიტულების მომგებ მწვრთნელი, იმ მწვრთნელს დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონობასთან ასე ახლოსაა.

ლუჩიანო სპალეტისა და ჟოზე მოურინიოს გარდა, ეს იქნება ორი საოცარი ნიჭის მქონე ფეხბურთელის დაპირისპირება. ხვიჩა კვარაცხელია 21 წლისაა, პაულო დიბალა 29-ის, თუმცა ორივე მათგანი ლამაზ ფეხბურთს ქადაგებს.

ის, რომ "ნაპოლი" კონკურენციაში წინ გაიჭრა, დიდწილად სწორედ კვარას დამსახურებაა, ისევე, როგორც ის, რომ "რომას" რბოლაში დარჩენას პაულო დიბალა განაპირობებს", - წერს Il Messaggero.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. კვარტას ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება არგენტინელ ვარსკვლავს, მას ამ სეზონში 17 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

"ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირება 29 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები