Belive

"ეს მხოლოდ ჭორია" - ატლეტიკოს პრეზიდენტმა რონალდუს ტრანსფერი გამორიცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აგორებულ სატრანსფერო სპეკულაციებს დასასრული არ უჩანს. ბრიტანულ და ესპანურ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს. სატრანსფერო ბატალიები იმ გარემოებამაც გაამძაფრა, რომ რონალდუ სამშაბათს "წითელი ეშმაკების" სავარჯიშო მოედანზე აგენტ ხორხე მენდეშთან ერთად დაბრუნებდა და “იუნაიტედთან” მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. ბუნებრივია, რომ შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა კრისისა და მანჩესტერული კლუბის სამომავლო ურთიერთობა იქნება. გავლენიანმა ტაბლოიდებმა, რონალდუ რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. "პარი სენ-ჟერმენი", "რეალი", "ატლეტიკო" - ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც რონალდუს უკავშირებდნენ, მაგრამ, "როხიბლანკოს" პრეზიდენტმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორი" უწოდა და ტრანსფერი გამორიცხა. ესპანურ მედია საშუალებებთან საუბარში ენრიკე სერესომ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება - ამიტომ, ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
"არ ვიცი, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ,"ატლეტიკოში" რონალდუს ტრანსფერი გამორიცხულია. ეს მხოლოდ ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება - ამიტომ, ამაზე საუბარი არ უნდა გაგრძელდეს",  - აღნიშნა "როხიბლანკოს პრეზიდენტმა.
 

სხვა სტატიები