Belive

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა" - გიორგი ქვილითაია აპოელში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.
ქართველი ფორვარდი იმ ოთხეულში მოხვდა, რომელსაც ახალი სეზონიდან გუნდისთვის ლიდერობის გაწევა მოუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად 27 წლის ფეხბურთელმა გააკეთა: "ახლა პირველი შემთხვევაა, როცა გუნდის ლიდეორბის პასუხისმგებლობა მენიჭება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთ საფეხბურთო კლუბში, რომელსაც აქვს ტრადიცია და უზარმაზარი ისტორია, ზუსტად ისე, როგორც "აპოელს".
გიორგი ქვილითაია "აპოელს" მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიური "გენტიდან" 600 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან წინა სეზონი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისთან" ერთად გაატარა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ შეხვედრაშიც 15 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა. ქვილითაიას გარდა, "აპოელს" სეზონის წინ საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი შეუერთდა. მათი გუნდი ახალ სეზონს 21 აგვისტოს, კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩით დაიწყებს, რომელსაც "პაფოსის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები