Belive

ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერის" ინგლისელ ფეხბურთელს ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდგინდა.  ეშლი იანგთან დაკავშირებული ინფორმაცია კვირას კლუბმა საკუთარ ოფიციალურ საიტზე მოკლე შეტყობინების სახით გამოაქვეყნა.
 
ინგლისელი ფეხბურთელი თვითიზოლაციის მიზნით საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც კარანტინს გაივლის. 35 წლის მოთამაშე "ინტერს" იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ვერ დაეხმარება. 17 ოქტობმბერს მილანური დერბი გაიმართება, სადაც "ინტერი" თანაქალაქელ "მილანს" უმასპინძლებს. ეშლი იანგი 2019-20 წლის სეზონში იტალიურ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა, მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 21 შეხვედრა გამართა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა გატანილი გოლით.

სხვა სტატიები