Belive

კურიოზი: ესპანელი ფეხბურთელი ზედიზედ 2-ჯერ გააძევეს (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგა 2-ის მატჩში "ფუენლაბრადა" შინ "ჟირონასთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის 70-ე წუთზე საკმაოდ სახალისო და საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. მასპინძელთა ფეხბურთელი, კრისტობალ მარკესი მთავარმა მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა. ეპიზოდი ვიდეო რეფერიმ განიხილა, რის შემდეგაც ესპანელს სასჯელი შეუმსუბუქდა და მხოლოდ ყვითელი ბარათს დასჯერდა. VAR-ის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წამში, მარკესს "ჟირონას" ფეხბურთელთან ურთიერთობა დაეძაბა. არბიტრმა ესპანელი ამჯერად საბოლოოდ გააძევა.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები